eTwinning სკოლის ნიშანი წარმოადგენს ევროპულ დონეზე აღიარებულ სტატუსს, რომელიც ენიჭება სკოლებს ინოვაციური, თანამშრომლობაზე დაფუძნებული და ციფრული სწავლების პრაქტიკის წარმატებით დანერგვისთვის. აღნიშნული სტატუსი ადასტურებს, რომ სკოლა აქტიურად ზრუნავს უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნაზე, ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
ზუგდიდში გამართული საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში სსიპ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლასა და სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლას საზეიმოდ გადაეცათ eTwinning სკოლის ხარისხის ნიშნისადმი მიძღვნილი სიმბოლური საჩუქრები, რაც მათი საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციური საგანმანათლებლო საქმიანობის აღიარების კიდევ ერთი გამოხატულებაა.
2026 წელს საქართველოდან ოთხმა სკოლამ მოიპოვა eTwinning სკოლის ხარისხის ნიშანი. ეს სკოლებია:
• სსიპ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა;
• სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა;
• სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლა;
• სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლა.