სიახლეები

ბრიუსელში eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციების (NSO) საერთაშორისო სემინარი გაიმართა

ბრიუსელში  eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციების (NSO) საერთაშორისო სემინარი გაიმართა

ბრიუსელში eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციების (NSO) საერთაშორისო სემინარი გაიმართა. შეხვედრა eTwinning-ის ცენტრალური სამსახურის (Central Support Service) ორგანიზებით ჩატარდა და მასში 46 ქვეყნის ეროვნული ორგანიზაციის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. მონაწილეებს შორის იყვნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

სემინარი მიზნად ისახავდა ეროვნული ორგანიზაციების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, გამოცდილების გაცვლას და eTwinning-ის ქსელის განვითარების ხელშეწყობას.

პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ ვორკშოპებს, თემატურ დისკუსიებსა და გამოცდილების გაზიარების სესიებს.

შეხვედრაზე განხილული იყო eTwinning-ის 2026–2028 წლების სტრატეგიული მიმართულებები, პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, მასწავლებელთა პროფესიული თანამშრომლობის ჩარჩოები, სკოლების განვითარების ინსტრუმენტები, ასევე საერთაშორისო პარტნიორობისა და მობილობის მხარდაჭერის საკითხები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს საქართველოს გამოცდილება, მიღწევები და საუკეთესო პრაქტიკა eTwinning სკოლების განვითარების მიმართულებით.

შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება, განეხილათ წარმატებული პრაქტიკები და დაესახათ სამომავლო თანამშრომლობისა და ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის განვითარების მიმართულებები.