სიახლეები

ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში eTwinning-ის სკოლის ნიშნის მინიჭების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში eTwinning-ის სკოლის ნიშნის მინიჭების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში, ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში “eTwinning სკოლის” ნიშნის მინიჭების აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

“eTwinning სკოლის” ნიშანი წარმოადგენს ევროპულ დონეზე აღიარებულ სტატუსს, რომელიც ენიჭება სკოლას ინოვაციური, თანამშრომლობაზე დაფუძნებული და ციფრული სწავლების პრაქტიკის წარმატებით დანერგვისთვის. სტატუსი ადასტურებს, რომ სკოლა აქტიურად უწყობს ხელს უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნასა და  მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

საზეიმო ღონისძიებაზე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული საქმიანობის საერთაშორისო აღიარების ნიშნად სკოლას გადაეცა ევროკომისიის ოფიციალური მისალოცი წერილი და eTwinning სკოლის დროშა.

ღონისძებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, გაიმართა  პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენები და პრეზენტაციები.

მიწვეული იყვნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის,  ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის  წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლები, დირექტორები და მშობლები.

“eTwinning სკოლის”  სტატუსი სკოლებს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააფართოონ საერთაშორისო თანამშრომლობა, აქტიურად ჩაერთონ ევროპულ საგანმანათლებლო ინიციატივებში და საკუთარი წარმატებული პრაქტიკა საერთაშორისო სივრცეში წარმოაჩინონ.