სიახლეები

eTwinning-ის საერთაშორისო სემინარი ჩეხეთის რესპუბლიკაში

eTwinning-ის საერთაშორისო სემინარი ჩეხეთის რესპუბლიკაში

მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ქართველმა პედაგოგებმა მონაწილება მიიღეს პრაღაში გამართულ eTwinning-ის პროფესიული განვითარების საერთაშორისო სემინარაში თემაზე: „მომავალზე ორიენტირებული საბაზისო უნარები ადრეულ და დაწყებით განათლებაში“.

სემინარი განკუთვნილი იყო სკოლამდელი, დაწყებითი და ზოგადი განათლების საფეხურების მასწავლებლებისთვის და მიზნად ისახავდა საბაზისო უნარების განვითარების ხელშეწყობას ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებით.

პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას და საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის ევროპის სასკოლო განათლების პლატფორმის (ESEP) შესაძლებლობების გაცნობას.

მონაწილეებმა განიხილეს წერა-კითხვის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ციფრული უნარების, მოქალაქეობრივი განათლების კომპეტენციები და ინკლუზიური სწავლების მიდგომები.

სემინარმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა დაემყარებინათ პროფესიული კავშირები და პარტნიორული ურთიერთობები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მასწავლებლებთან. ქართველი მასწავლებლები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას განათლების სფეროში არსებული ინოვაციური მიდგომების შესახებ სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენებენ.

საქართველოდან საერთაშორისო სემინარზე მივლენილი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამი მასწავლებელი. სემინარში ჯამში ევროპის 46 ქვეყნის 150 მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას.

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის დახმარებით, 2013 წლიდან ახორციელებს  eTwinning-ის პროგრამას. პროგრამაში დღესდღეობით 6000-მდე ქართველი მასწავლებელია ჩართული.