სიახლეები

ბრიუსელში eTwinning-ისა და ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის (ESEP) ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციების (NSO) შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში eTwinning-ისა და ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის (ESEP) ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციების (NSO) შეხვედრა გაიმართა

eTwinning-ის ცენტრალური მხარდამჭერი სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს მხარდაჭერით ბრიუსელში გაიმართა eTwinning-ისა და ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის (ESEP) ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციების (NSO) შეხვედრა.

შეხვედრაში 46 ქვეყნის ეროვნულმა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა eTwinning-ისა და ESEP-ის გასული წლის შედეგების შეჯამებას, ეროვნული გამოცდილების გაზიარებას, ასევე 2026 წლის საკომუნიკაციო პრიორიტეტების, eTwinning-ის პროექტებში ევროპის ხარისხის ნიშნის მინიჭების და პლატფორმის შემდგომი განვითარების თემებს.

eTwinning-ის პროგრამის მიზანია მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან დამეგობრებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს. ამჟამად პროგრამის პლატფორმაზე „ESEP‘‘ საქართველოს 1400 სკოლის 5000-ზე მეტი მასწავლებელია რეგისტრირებული, რომლებსაც 7000-მდე საერთაშორისო პროექტში აქვთ მიღებული მონაწილეობა და მოპოვებული აქვთ 1587 ევროპის ხარისხის ნიშანი, ხოლო 2 ქართველი მასწავლებელი - ევროპის მასშტაბით კონკურსის გამარჯვებულია.

ბრიუსელში განხორციელებულმა სამუშაო შეხვედრამ eTwinning-ისა და ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის შემდგომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა და სტრატეგიული შეთანხმების ახალი შესაძლებლობები შექმნა.