სიახლეები

eTwinning-ის საერთაშორისო სემინარი ესტონეთში

eTwinning-ის საერთაშორისო სემინარი ესტონეთში

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართა eTwinning-ის საერთაშორისო სემინარი - "მომავალი მოქალაქეები და ხელოვნური ინტელექტი“, რომელიც განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მხარდაჭერას ემსახურებოდა.

საქართველოდან საერთაშორისო სემინარში მონაწილეობდა ორი მასწავლებელი რუსუდან გორგაძე და ხატია მანდარია.

მასწავლებლებმა სემინარის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება გაიღრმავეს, რაც მათ ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას.