ბრიუსელში (ბელგია), გაიმართა eTwinning-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „Celebrating what unites us“ („ვზეიმობთ იმას, რაც გვაერთიანებს“).
კონფერენცია მიეძღვნა მოქალაქეობრივ განათლებას და 2026 წლის მთავარ პრიორიტეტს:
- ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს (Skills for life).
კონფერენციის მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება განათლებამ ხელი შეუწყოს დემოკრატიულ მონაწილეობას, საერთო ევროპული ღირებულებების გაძლიერებას და იმ საჭირო უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია წარმატებისთვის 21-ე საუკუნეში. ღონისძიებამ გააერთიანა ევროპის 44 ქვეყნიდან 200-მდე მასწავლებელი და განათლების სფეროს წარმომადგენელი. საქართველოდან კონფერენციაზე მონაწილეობდა სამი მასწავლებელი — ირმა ღანიაშვილი, თამარ ირემაძე და ნათია ფორჩხიძე.
სამდღიანმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა eTwinning-ის საზოგადოების, როგორც ინოვაციური ქსელისა და პროფესიული განვითარების პლატფორმის მნიშვნელობა, რომელიც პედაგოგებს აერთიანებს თანამედროვე, ინკლუზიური და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების ხელშეწყობად.