სიახლეები

eTwinning საერთაშორისო სემინარი „მედია და ხელოვნება სამოქალაქო განათლებაში“ პოლონეთში

eTwinning საერთაშორისო სემინარი „მედია და ხელოვნება სამოქალაქო განათლებაში“ პოლონეთში

2025 წლის 4-6 ივნისს პოლონეთში გაიმართა საერთაშორისო სემინარი eTwinning-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მასწავლებელთა გაერთიანებას მედიისა და ხელოვნების გამოყენების შესაძლებლობების გასაზიარებლად სამოქალაქო განათლების კონტექსტში. ღონისძიება წარმოადგენდა ინტერდისციპლინური თანამშრომლობის პლატფორმას, რომელმაც ხელი შეუწყო ინოვაციური მიდგომების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კულტურათაშორისი ურთიერთგაგების გაღრმავებას.

სემინარზე მონაწილეობდა 51 მასწავლებელი ევროპის 8 ქვეყნიდან. მათ შორის საქართველოდან 3 მასწავლებელი:

ხათუნი ასანიძე (სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბნის საჯარო სკოლა);  მანანა როსტომაშვილი (სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა);  ნინო ხახიშვილი (სსიპ ბესარიონ კივილაძის და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა).

ღონისძიება გაიხსნა პლენარული სესიით, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და წარმატებული პროექტები.

სემინარი ასევე ითვალისწინებდა თანამშროლობით/ჯგუფურ აქტივობებს, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება, დაემყარებინათ ახალი პარტნიორული ურთიერთობები და დაეგეგმათ eTwinning პროექტები.

მეორე დღე დაეთმო პრაქტიკულ სესიებს თემაზე „მედია და ხელოვნება სამოქალაქო განათლებაში“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმუშავეს შემდეგ საკითხებზე:

დრამისა და ვიზუალური ხელოვნების ინტეგრირებული გამოყენება მოსწავლეთა სამოქალაქო ჩართულობისთვის;  მედიაწიგნიერების გაძლიერების ინსტრუმენტები, მათ შორის კრიტიკული აზროვნების და ფაქტების გადამოწმების მეთოდები.

სემინარის მესამე დღე დაეთმო ერთობლივ საპროექტო იდეებზე მუშაობას. ვიედოვნებთ, რომ ახლად ჩამოყალიბებული პარტნიორობისა და სემინარზე მიღებული ცოდნის საფუძველზე შეიქმნება არაერთი

მაღალი ხარისხის საერთაშორისო eTwinning პროექტი, რომელიც გააფართოებს მოსწავლეთა საგანმანათლებლო ჰორიზონტს და გააძლიერებს მათ აქტიურ მონაწილეობას სამოქალაქო ცხოვრებაში ევროპის მასშტაბით.