სიახლეები

eTwinning-ის კონფერენცია ნიცაში: მოქალაქეობრივი განათლების გაძლიერება eTwinning-ის სკოლებში

eTwinning-ის კონფერენცია ნიცაში: მოქალაქეობრივი განათლების გაძლიერება eTwinning-ის სკოლებში

2025 წლის 16-17 მაისს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა eTwinning-ის საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო მოქალაქეობრივი განათლების გაძლიერება eTwinning-ის სკოლებში.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა ევროკომისიის განათლებისა და კულტურის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა ემი ბარნეტმა, რომელმაც ისაუბრა მოქალაქეობრივი განათლების როლზე ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში და მის მნიშვნელობაზე თანამედროვე სკოლებში.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სესიებში და ვორკშოპებში, რომლებშიც განხილული იყო:

როგორ უწყობს ხელს მოქალაქეობრივი განათლება მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურობას;

როგორ ავითარებს ინკლუზიურობასა და სოციალური პასუხისმგებლობის განცდას;

როგორ შეიძლება სკოლებს შორის თანამშრომლობით შეიქმნას რეალურად მოქმედი და ინოვაციური პროექტები.

მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ გამოცდილება, განეხილათ საპროექტო იდეები, შეემუშავებინათ ერთობლივი სტრატეგიები და დაეგეგმათ ახალი ინიციატივები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მასწავლებელმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან კონფერენციაზე იმყოფებოდა პროგრამის კოორდინატორი: თეონა სილაგაძე და პროგრამაში ჩართული მასწავლებლები: სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლისა და სსიპ სიქთარვის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი სოფიკო ვაშაკიძე და სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ბაქრაძე.

ეს კონფერენცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო eTwinning-ის სკოლების ქსელის გასაძლიერებლად.