2025 წლის 9-11 აპრილს ავსტრიის ეროვნულმა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ eTwinning-ის სემინარს უპასპინძლა ქ.გრაცში. სემინარში მონაწილეობა მიიღო 60 მასწავლებელმა ევროპის 13 ქვეყნიდან: ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია , კვიპროსი, ჩეხეთისრესპუბლიკა, დანია, ფინეთი, ისლანიდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია და საქართველოო.
• ქეთევან კობახიძე – სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლა, eTwinning-ის ამბასადორი
• ასმათი დათიაშვილი – სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლა
• სალომე ბოხუა – თბილისის კერძო სკოლა “პოლიგლოტი”
სემინარის მიზანი იყო ენობრივი სწავლების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება eTwinning-ის პროექტების მეშვეობით.
სამუშაო შეხვედრები საინტერესოდ და პროდუქტიულად წარიმართა. თავდაპირველად, ერასმუს პლუსის სასკოლო განათლების სექტორის ხელმძღვანელმა, ურსულა პანუშკამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე მედიაცია და მრავალენობრივი ინტერაქცია. მონაწილეები გაეცნენ მედიაციის არსს, მის აქტივობებსა და სტრატეგიებს უცხო ენის სწავლების პროცესში.
შემდეგი სესია მოიცავდა eTwinning პროგრამის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების მიმოხილვას ენობრივი სწავლების კონტექსტში.
სემინარის ფარგლებში გაიმართა ვიზიტი ევროპის თანამედროვე ენების ცენტრში, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა მონაწილეების ცოდნა ენებისა და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ.
სემინარი იყო შთამაგონებელი, ინფორმაციული და პრაქტიკულად სასარგებლო. გამოიკვეთა მზაობა ახალი კავშირების დასამყარებლად, დაგეგმილი პროექტები დაეხმარება მონაწილეებს საკუთარი წვლილი შეიტანონ უცხო ენის სწავლების პროცესში eTwinning-ის საშუალებით.