2025 წლის 10-12 აპრილს, რიგაში გაიმართა eTwinning-ის სემინარი – „ცხოვრებისეული უნარების განვითარება პროექტზე დაფუძნებული სწავლებით“, რომელსაც საქართველოდან ორი მასწავლებელ ესწრებოდა.
• ეკატერინე კვანტალიანი – სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლა;
• თამარ კასრაძე – სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა;
სემინარზე წარმოდგენილი თემები და მომხსენებლები ადრეული ასაკის განათლების თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიების ინტეგრაციის გზებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
გინტა კარკლინამ, რიგის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატის დაწყებითი საფეხურის კოორდინატორმა, თავის გამოსვლაში "რა აზრი აქვს სწავლებას?" ხაზგასმით აღნიშნა თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში და რეალურ სამყაროსთან კავშირის დამყარებაში. მან მაგალითები მოიყვანა 5-6 წლის ბავშვებთან მუშაობიდან, სადაც თამაში სწავლების ძირითადი მეთოდია.
პაულა ველშმა, სამხრეთ-აღმოსავლეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადრეული ასაკის განათლების ლექტორმა განიხილა ციფრული კომპეტენცია და ტექნოლოგიის როლი ადრეული ასაკის კლასებში. მან აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების ინტეგრაცია შესაძლებელია ძვირადღირებული ეკრანული მოწყობილობების გარეშე და ზოგჯერ ეკრანის გამოყენების გარეშეც კი.
სემინარში ასევე გაიმართა რამდენიმე პარალელური სამუშაო ვორკშოპი, რომლებიც მოიცავდა შემდეგ თემებს:
სემინარი იყო შთამაგონებელი, ინფორმაციული და პრაქტიკულად სასარგებლო. მონაწილეებმა დაამყარეს ახალი კავშირები, შეიმუშავეს პროექტები და გაიღრმავეს ცოდნა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების შესახებ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.