სიახლეები

eTwinning-ის სკოლის ტიტული

eTwinning-ის სკოლის ტიტული

eTwinning-ის სკოლის ტიტული სკოლას ანიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს – ის აღიარებულია ევროპაში, როგორც სამაგალითო საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას, ინოვაციასა და ევროპული ღირებულებების განვითარებას.  ამ სკოლების მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები ოფიციალურად აღიარებულია ევროპული კომისიის მიერ.ეს სკოლები როლურ მოდელს წარმოადგენენ რეგიონში და გზას უხსნიან სხვა სკოლებს პედაგოგიკის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით. აღნიშნული ტიტული, წელს, საწართველოს 8 სკოლამ მიიღო. 

ტიტულის მფლობელი სკოლები 2025–2026:

  • სსიპ რუსთავის №10 საჯარო სკოლა
  • შპს მრავალპროფილიანი კერძო სკოლა "ინტელექტი"
  • სსიპ სამტრედიის №11 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქუთაისის №24 საჯარო სკოლა
  • სსიპ ბაღდათის №2 საჯარო სკოლა
  • სსიპ თბილისის №159 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლა
  • სსიპ გორის №8 საჯარო სკოლა