2024 წლის 18-20 აპრილს ქ. ათენში, საბერძნეშთი, გაიმართა კონფერენცია eTwinning-ის ამბასადორებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობდა 42 ქვეყნის წარმომადგენელი. საქართველოდან კონფერენციაზე მივლინებულ იყო eTwinning-ის ამბასადორი ნათია შევარდენიძე. კონფერენციის მთავარი თემა იყო ამბასადორების როლი საერთო სასკოლო მიდგომის ჩამოყალიბებაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა კეთილდღეობისთვის. კონფერენცია გახსნეს განათლების სამინისტროს და ევროკომისიის წარმომადგენლებმა. ჩატარდა როგორც საერთო, ასევე პარალელური სესიები. პირველი დღე დაეთმო აქტივობებს, რომელთა მიზანიც იყო მონაწილეთა ერთმანეთთან დაახლოება და საინტერესო/სახალისო აქტივობებში ჩართვა. მეორე დღეს მონაწილეებს საშუალება მიეცათ ემუშავათ ჯგუფებში. მესამე დღეს კი წარადგინეს პრეზენტაციები. კონფერენციის სამივე დღე დატვირთული იყო საინტერესო სესიებითა და ინტერაქტიული ვორკშოფებით. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ამბასადორებს მიეცათ საშუალება გაეცნოთ ერთმანეთი და გაეზიარებინათ გამოცდილება. მოესმინათ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკა მოსწავლეთა და მასწავლებელთა კეთილდღეობის მხარდასაჭერად.