სიახლეები

eTwinning-ის სემინარი ქ. ტოლედოში

eTwinning-ის სემინარი ქ. ტოლედოში

2024 წლის 3-5 ოქტომბერს ესპანეთის ქ.ტოლედოში გაიმართა eTwinning-ის სემინარი „კეთილდღეობა სკოლაში“, სადაც მონაწილეობდა 15 ქვეყნიდან 70-მდე მასწავლებელი. მათ შორის საქართველოდან 5 მასწავლებელი: იამზე მსხვილიძე (სსიპ ახალქალაქის მუნიც. სოფელ დილიკის საჯარო სკოლა), ლაურა გოტიაშვილი, (სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლა) ხატია ხარაიშვილი (სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის სურამის N1 საჯარო სკოლა) ნინო სტურუა (სსიპ ქ.სამტრედიის N1 საჯარო სკოლა) და მზია ბერაძე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო);   

სემინარის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის გაძლიერება და ახალი საპროექტო იდეების  შემუშავება.  ასევე, მნიშვნელოვანი იყო საუბარი ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებზე  და სოციალური მედიის უფრო პასუხისმგებლიანი მომხმარებლების აღზრდაზე.

სემინარის პირველი დღე გახსნა ესპანეთის ეროვნული მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლებმა და მთავარმა მომხსენებელმა ბრიუსელიდან  ევგენია კასარიეგო არტოლამ, რომელიც მუშაობს ინოვაციური  განათლების პრაქტიკის წახალისებაზე და ისაუბრა  ციფრულ მოქალაქეობაზე და eSafety-ზე.

შემდეგი მომხსენებლები იყვნენ მარტა სანჩესა და მარია ხოსე კაიუელი, eTwinning-ის ელჩები და  ეროვნული ჯილდოს მფლობელები, მათ წარადგინეს გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია  და გაუზიარეს მონაწილეებს განხორციელებული პროექტების ბანკი სახელწოდებით “exelearning”,  სასურველი პროექტის გეგმის შესარჩევად  და პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

სემინარი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა საინტერესო ვორკშოპს. იმუშავეს  ერთობლივ საპროექტო იდეებზე, მოისმინეს  საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და გამოცდლება.

სემინარის ფარგლებში მოეწყო კულტურული ტური ქალაქში, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მონაწილეებზე.

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის დახმარებით, 2013 წლიდან ახორციელებს პროგრამას - eTwinning-ის. აღნიშნული პროგრამა ქართველ პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ეხმარება. მასწავლებლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. ისინი სწავლობენ და ივითარებენ გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, საგნის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებს, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. პროგრამაში დღესდღეობით 6000-მდე ქართველი მასწავლებელია ჩართული.