თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სკოლებში კეთებით სწავლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში აგრძელებს პროექტს STEAM Twinning. პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამასთან არსებული STEAM კლუბის „ჩხირკედელა“ დანერგვა სკოლებში და საკლუბო აქტივობების სინთეზი eTwinning-ის პროექტებთან.
მიმდინარე წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის წესით შეარჩია 15 სკოლა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სკოლებს შესაბამისი სასაჩუქრე ნაკრები და პროექტების კომპლექტები გადაეცათ.
ინიციატივის ფარგლებში, საკლუბო მუშაობის დროს განხორციელებული ყველა პროექტი განთავსდება eTwinning-ის პლატფორმაზე, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს პარტნიორები ჰყავდეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სკოლებში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლების ცენტრის ბაზაზე გადამზადება.
გასულ წელს პროექტში ჩართულმა 15 სკოლამ წარმატებით ითანმშრომლა პროგრამასთან. 28 მაისს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, მათ საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება სკოლებისთვის და წარმოედგინათ მათ მიერ განხორციელებული პროექტები.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პრფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის მხარდაჭერით 2013 წლიდან ახორციელებს eTwinning-ის პროგრამას.