სიახლეები

eTwinning-ის საერთშორისო სემინარი საფრანგეთში

eTwinning-ის საერთშორისო სემინარი საფრანგეთში

2023 წლის 2-4 ივნისს საფრანგეთში, ქ.ლიონში გაიმართა eTwinning-ის საერთშორისო სემინარი, რომელსაც ესწრებოდა საქართველოდან სამი მასწავლებელი: ინგა ხერგიანი, ქეთევან გოგალაძე და ლია სართანია.

სემინარის პირველი დღე ოფიციალურად გახსნა საფრანგეთის eTwinning ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბატონმა SYLVAIN PERQUE მისალმებითა და პროგრამის როლის/მიღწევების ზოგადი მიმოხილვით. შემდეგ დრო დაეთმო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარებას. eTwinning-ის ამბასადორებმა საფრანგეთიდან და პოლონეთიდან მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

მეორე დღე სრულად დაეთმო პროექტების დაგეგმვასა და პარტნიორების მოძებნა/დამატებას. მონაწილეები საერთო ინტერესის მიხედვით გადანაწილდნენ მცირე ჯგუფებში. ერთობლივად იმუშავეს საპროექტო გეგმებზე და დასახეს პროექტის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობები.

მესამე, დასკვნითი დღე დაეთმო უკვე შექმნილი პროექტების პრეზენტაციებს, შთაბეჭდილებების გაზიარებას.

სემინარზე მიღებული გამოცდილება დაეხმარება მასწავლებლებს საინტერესო აქტივობებით დატვირთული პროექტების განხორციელებაში.