ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

eTwinning-ი მასწავლებელთა  ევროპული საზოგადოებაა, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას. ის გაფართოებულ საგანმანათლებლო გარემოს წარ-მოადგენს და, როგორც მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოება,  ეფუძნება ინფორმაციის გაცვლასა და გაუმჯობესებას ციფრულ და საერთაშორისო გარემოში.
eTwinning-ი  2005 წელს ევროკავშირის ელექტრონული სწავლების პროგრამის ფარგლებში დაარსდა, ხოლო 2007 წლიდან მისი ინტეგრირება მოხდა Lifelong Learning-ის სწავლის პროგრამაში.
eTwinning-ი  ხორციელდება  Erasmus+ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს  ევროკავშირის პროგრამას განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდებისა და სპორტის სფეროში. პროგრამის მთავარი სამუშაო სივრ-ცეა ელექტრონული პორტალი, რომელსაც მართავს  ევროპის სქულნეტი(CSS), რომელიც წარმოადგენს ევროპის 30 ქვეყნის განათლების სამინისტროების კონსორციუმს.

eTwinning-ის მთავარი დაინტერესებული მხარეები არიან მისი რეგისტრირებული მომხმარებლები (eTwinners), ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციები (NSO), ცენტრალური მხარდაჭერის სამსახური (CSS), ევროკომისია და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA).  ცენტრალური მხარდაჭერის სამსახური (CSS) კოორდინაციას უწევს ეროვნული დამხმარე ორგანიზაცი-ების ქსელს ევროკომისიასთან და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოსთან (EACEA). ის პასუხისმგებელია eTwinning-ის არეალზე, სრულად მრავალენოვან პორტალზე, რომელიც გთავაზობთ ინსტრუმენტებსა და სერვისებს, რომლის მეშვეობითაც სკოლის პერსონალს შეუძლია და-რეგისტრირდნენ, იპოვონ პარტნიორები და ერთად იმუშაონ. CSS ასევე უზრუნველყოფს პედაგოგიურ და ტექნიკურ დახმარებას და მასწავლებლებისთვის აწყობს სპეციალურ ტრენინგებს  eTwinning-ის ფარგ-ლებში. 
 eTwinning-ში გაწევრიანებით სკოლას შეუძლია მიიღოს „ევროპის სკოლების საზოგადოებაში“ კუთვნი-ლების უპირატესობები. რეგისტრირებულ და დადასტურებულ eTwinner-ებს აქვთ წვდომა  eTwinning-ის შეზღუდულ ზონაზე და სხვა სპეციალიზებულ ფუნქციებზე ევროპის სკოლის განათლების პლატფორმაზე.  ახალი ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმა 2022 წლიდან გახდა eTwinning-ით დაინტერესე-ბული პირების შეხვედრის ადგილი.