სიახლეები

eTwinning-ის სემინარი გერმანიაში

eTwinning-ის სემინარი გერმანიაში

2023 წლის 26-28 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში ჩატარდა eTwinning-ის სემინარი: „Working with eTwinning - for a sustainable future“. სემინარში მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 50-მდე მასწავლებელი. საქართველოდან სემინარს ესწრებოდა, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში გამოცხადებული "STEM Twinning-ის" კონკურსის შედეგად შერჩეული, 2 მასწავლებელი: ელიზა კუკავა (სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ტექნოლოგიების მასწავლებელი) და ნელი კახუბერაშვილი (სსიპ ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი).

სემინარის მიზანი იყო მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

სამდღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო ინტერაქციული სამუშაო შეხვედრები საინტერესო თემებზე, რომლებსაც გერმანელი ამბასადორები უძღვებოდნენ. სემინარის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობითი პროექტები, რომლებიც განთავსდა ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე ( ESEP).