სიახლეები

eTwinning-ის სემინარი პოლონეთში

eTwinning-ის სემინარი პოლონეთში

2023 წლის 6-9 ივლისს პოლონეთში იაჰრანკაში, ზეგჟინსკის ყურეში გაიმართა ითვინინგის საერთაშორისო სემინარი , რომელშიც მონაწილეობდა 70-მდე მასწავლებელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან . (ჩეხეთი რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი) საქართველოდან სემინარს ესწრებოდა პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეული ოთხი მასწავლებელი: ჯულიეტა საღარეიშვილი- ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“; ნათია ნარსავიძე- სსიპ ქალაქ დმანისის №3 საჯარო სკოლა; ლამზირა სადაღაშვილი- სსიპ ქალაქ ხაშურის №7 საჯარო სკოლა; ხათუნა მელიქიძე- სსიპ ქალაქ ზესტაფონის №3 საჯარო სკოლა. მასწავლებლებლთან ერთად სემინარზე მიწვეულნი იყვნენ ითვინინგის ქართველი ამბასადორებიც. Დიმიტრი პოპოვი, ირმა ღანიაშვილი, ნონა გორგაძე, ნინო კოკილაშვილი, ნინო მოლაშხია, ხათუნა ციხელაშვილი. კონფერენციის თემა იყო მენტალური და ემოციური კეთილდღეობა. მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იყოს ვორკშოპები ისეთ თემებსა და მიდგომებზე რომლებიც მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა გამოიყენონ საგაკვეთილო პროცესში, რათა დაეხმარონ მოსწავლეებს სტრესის მართვაში, ასწავლონ როგორ დაუკავშირონ ერთმანეთს სხეული და გონება, იმისათვის, რომ ჰარმონიულად და ნაყოფიერად წარმართონ სასწავლო პროცესი.

სემინარის მეორე და მესამე დღე სრულად დაეთმო მცირე ჯგუფებში ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრებს, რომლებსაც პოლონელი ამბასადორები უძღვებოდნენ: Anna Krzyzanowska და Agnieszka Czekajlo. სემინარის ბოლო დღეს ევროპელ პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა თანამშრომლობითი პროექტები, რომლებიც განთავსდა ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე.( ESEP)