სიახლეები

eTwinning-ის სემინარი, სევილიაში

eTwinning-ის სემინარი, სევილიაში

2023 წლის 9-11 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ სევილიაში ჩატარდა სემინარი: „საკლასო ოთახიდან უწყვეტი წარმატებისკენ: მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარება“. სემინარში მონაწილეობდა ევროპის 50-მდე ქვეყნიდან 150 მასწავლებელი. საქართველოდან სემინარს ესწრებოდა პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში გამოცხადებული „ STEM Twinning-ის“ კონკურსის შედეგად შერჩეული ორი მასწავლებელი. ქალაქ ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის №32 საჯარო სკოლის პედაგოგები: ირმა ოსაძე (ბიოლოგიის მასწავლებელი) და გიორგი ხიჯაკაძე (ფიზიკის მასწავლებელი).

9 ნოემბერს ღინისძიება გაიხსნა eTwinning-ის გამარჯვებული პროექტების დაჯილდოების ცერემონიანით. გამარჯვებული პროექტების მასწავლებლებმა მიიღეს ჯილდოები და გაუზიარეს გამოცდილება კოლეგებს.

დღე გახსნა ევროკომისიის სექტორის ხელმძღვანელმა ულრიკე სტოროსტმა; მირიან ოლგა სესილია მარტინესმა, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა მომზადების ეროვნული ინსტიტუტის (INTEF) სამსახურის უფროსმა; და ხუან კარლოს გარიდო, ესპანეთის ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციისა და ცენტრალური მხარდაჭერის სამსახურის პედაგოგიური მრჩეველმა.

მეორე დღეს მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობა 9 სამუშაო შეხვედრაში, რომლებიც ფოკუსირებული იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა გარემოსდაცვითი მდგრადობა, ციფრული კომპეტენციები და ინოვაციური პედაგოგიკა.

სემინარის მიზანი იყო, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.