სიახლეები

eTwinning-ის ყოველწლიური კონფერენცია- საკლასო ოთახი მოქმედების ასპარეზი - კლიმატის ცვლილების სწავლება eTwinning–თან ერთად

eTwinning-ის ყოველწლიური კონფერენცია- საკლასო ოთახი მოქმედების ასპარეზი - კლიმატის ცვლილების სწავლება eTwinning–თან ერთად

eTwinning– ის ყოველწლიურმა კონფერენციამ თავი მოუყარა(ონლაინ) ყველაზე ბრწყინვალე და ენთუზიაზმით განწყობილ პედაგოგებს, პოლიტიკის შემქმნელებს და ექსპერტებს მთელი ევროპის მასშტაბით. გამოდინარე იქიდან, რომ 2020 წელს ითვინინგის  ყურადღების ცენტრში  კლიმატის ცვლილებებსა და გარემოსდაცვითი საკითხები მოექცა, კონფერენციაც აღნიშნულ თემას ეძღვნებოდა.

COVID-19 პანდემიით გამოწვეული განსაკუთრებული გარემოებების გამო, კონფერენცია სრულად ონლაინ ფორმატში ჩატარდა

კონფერენციის პირველი დღე  ევროპული პრიზების  ცერემონიალს დაეთმო, რომელსაც პირდაპირ ეთერში 600 ზე მეტი მასწავლებელი ადევნებდა თვალს. ცერემონიალის ფარგლებში 53 მასწავლებელი დაჯილდოვდა.   კონფერენციაში საქართველოდან მონაწილეობდა  პროგრამის მენეჯერი ხატია მატკავა და სამი პედაგოგი: თინათინ მეტრეველი(სსიპ - ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა), ეკატერინე ტაბატაძე (სსიპ თბილისის N142 საჯარო სკოლა)   და  ნინო ახალაძე (შპს N1 (გოქაძის სკოლა)

კონფერენციის მეორე დღე ოფიციალურად გახსნა მარია გაბრიელმა, ევროკომისარმა ინოვაციების, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში. 

კომისარმა გაბრიელმა ისაუბრა "ერთობლივი ძალისხმევის" მნიშვნელობაზე გლობალური გამოწვევების მოგვარებაში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და Covid-19. პანდემიამ უპრეცედენტო გავლენა იქონია განათლების სისტემაზე, მაგრამ eTwinning– ის საზოგადოებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან.

კონფერენცის ფარგლებში 40-ზე მეტი  ვორქშოფი  ჩატარდა eTwinning-ის საზოგადოების წევრებისა და  ექსპერტების მიერ, რომელმაც ხელი შეუწყო მონაწილეთა აქტიურ ჩათულობას 2 დღის განმავლობაში .  ერთ-ერთ ვორქშოფს უძღვებოდა გლობალური მასწავლებლის პრემიის 2017 და 2018 ფინალისტი და 'ასწავლე მდგრადი განვითარების მიზნებისთვის' დამფუძნებელი ელჩი კოენ ტიმერსი,  მისი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის. მან სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა სხვადასხვა პრაქტიკული მიდგომები და აჩვენა ზოგიერთი აქტივობა, რომლებიც სტუდენტებმა განახორციელეს პროექტის ფარგლებში.

საბოლოოდ კონფერენცია დაიხურა ინტერაქტიული სასწავლო აქტივობებისა და  ითვინინგის გუნდის მიერ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარებით.

დასკვნითი სიტყვა გადაეცა ევროკომისიის  ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმების სექტორის უფროსს  მარკუს რესტერს, დოქტორმა რესტერმა მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და შეახსენა მათ eTwinning-ის საზოგადოებაში ჩართულობის მნიშვნელობა. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც ერთმანეთის მხარდაჭერა აუცილებლობა და პასუხისმგებლობა ხდება.

”ჩვენ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, ეს არ არის ადვილი, მაგრამ eTwinning– ის წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, იმედების მიცემა და ჩვენი საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება“ -აღნიშნა რესტერმა.