სიახლეები

პროგრამა eTwinningplus-ის ფარგლებში პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის პროექტების კონკურსი ცხადდება. საკონკურსო თემაა - „დემოკრატიული ჩართულობა“

პროგრამა eTwinningplus-ის ფარგლებში პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის პროექტების კონკურსი ცხადდება. საკონკურსო თემაა - „დემოკრატიული ჩართულობა“

2019 წელს დემოკრატიული ჩართულობა ექცევა eTwinning-ის ყურადღების ცენტრში! დემოკრატიული ჩართულობა ითვინინგის განუყოფელი ნაწილია. წელს დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობებისა, რომლის მიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს, შექმნან დემოკრატიული კულტურა სასკოლო თემებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით. გააცნობიერონ თავიანთი მოქალაქეობრივი კომპეტენციები ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობით.
კონკურსის ფარგლებში eTwinning-ის პროგრამაში ჩართულმა მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტი, რომელიც იქნება დემოკრატიის თემაზე. პროექტი დაგეგმილი და განხორციელებული უნდა იყოს 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში. პროექტი უნდა იყოს დასრულებული და განხორციელებული აქტივობები/შედეგები უნდა იყოს ხილვადი თვისფეისზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე etwinningplus@tpdc.ge უნდა გააგზავნონ:

  • ავტობიოგრაფია (CV)
  • პროექტის აღწერილობა და რეფლექსია (Word - ის ფორმატში, მაქსიმუმ 5 გვერდი, sylfaen 12 შრიფტით)
  • პროექტის პრეზენტაცია
  • პროექტის აღწერილობა - აღწერეთ პროექტის მიზანი, საგანთაშორისი ინტეგრაცია, მეთოდები, განხორციელებული აქტივობები, პროექტის შედეგები და სხვა მოცემული კომპონენტები, სამიზნე კომპეტენციები. (არაუმეტეს 300-400 სიტყვით).
  • პროექტის სახელწოდება:
  • პროექტის აქტუალობა:
  • მიზანი:
  • საგანი:
  • მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი და რაოდენობა:
  • ესგ-თან კავშირი:
  • დაგეგმილი და გახორციელებული აქტივობები:
  • შედეგების ანალიზი:
  • ფოტო და ვიდეომასალა.
  • თვინსფეისის ბმულები:

პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

  • მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
  • რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
  • რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
  • რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
  • რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
  • მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
  • რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?

3.პროექტის პრეზენტაცია 
წარმოდგენილი უნდა იყოს საპრეზენტაციო ფორმატში - Power Point -ში (მაქსიმუმ 15 სლაიდი), პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს პროექტის ძირითად თეზისებს.


საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 15 ივლისის ჩათვლით.

პროექტის შეფასება მოხდება eTwinning-ის ფარგლებში არსებული პროექტების ხარისხის ნიშანზე შესაფასებელი კრიტერიუმებით, პროექტი შეიძლება განხორციელებული იყოს როგორც ქართულ (ეროვნული პროექტი ქართველ პარტნიორთან ერთად), ასევე, ინგლისურ ენაზე (ევროპული - უცხოელ პარტნიორთან ერთად). გამარჯვებული მასწავლებლები და მოსწავლეები დაჯილდოვდებიან და მოწვეულნი იქნებიან პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე.
საუკეთესო ნაშრომის ავტორი პედაგოგები, გაემგზავრებიან საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებზე მონაწილეობის მისაღებად (მას შემდეგ, რაც დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნას გასაუბრებისას).