სიახლეები

eTwinning-ის ფარგლებში მივლინება სამცხე-ჯავახეთში

eTwinning-ის ფარგლებში მივლინება სამცხე-ჯავახეთში

პროგრამის „სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან“ (eTwinning Plus) ფარგლებში განხორციელდა მივლინება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. წელს გამოცხადებული იყო პროგრამის რეგისტრაცია ახალი ნაკადის მისაღებად. დაინტერესება რომ მაღალი იყო ამას მოწმობდა გამოგზავნილი საპროექტო გეგმების რაოდენობაც, რისი განხილვის შემდეგაც პროგრამას შეუერთდა 250-მდე ახალი მონაწილე. მიუხედავად ამისა, სამცხე-ჯავახეთიდან მასწავლებელთა ჩართულობა/აქტიურობაშედარებით ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე, პროექტის გუნდმა გადაწყვიტა განეხორციელებინა საინფორმაიო/გაცნობითი შეხვედრა ადგილობრივ მასწავლებლებთან, დირექტორებთან და სკოლის წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრა/პრეზენტაცია გაიმართა ბორჯომისა და ახალციხის რესურსცენტრებში. შეხვედრაზე დასწრება, აქტიურობა და დაინტერესება ადგილობრივი სკოლის წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ მაღალი იყო, რასაც ადასტურებდა დამსწრეთა რაოდენობა და მათი ჩართულობა შეხვედრის პროცესში. პროგრამის კოორდინატორმა, ხატია მატკავამ გააცნო პროგრამის მიზანი, სამომავლო გეგმები და სარგებელი სწავლა-სწავლების პროცესისთვის. მან მასწავლებლებს პროგრამის ონლაინ პორტალზე მუშაობის სპეციფიკა, წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და მიმდინარე სიახლეები გააცნო. ასევე, ისაუბრა პროგრამის სარგებელზე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის და მის კავშირზე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. შეხვედრის ბოლოს მსმენელებს გადაეცათ პროგრამის საინფომრაციო ბუკლეტები და საპროექტო გეგმის ნიმუშები. სურვილის შემთხვევაში და საპროექტო გეგმის წარმოდგენის შემდეგ ადგილობრივ მასწავლებლებს ექნებათ შანსი გახდნენ პროგრამის მონაწილეები.