სიახლეები

STEAM Twinning-ის პროექტში შერჩეული სკოლების დააჯილდოება

STEAM Twinning-ის პროექტში შერჩეული სკოლების დააჯილდოება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა eTwinning-ის პროგრამის - STEAM Twinning-ის პროექტის ფარგლებში კონკურსის შედეგად შერჩეული 15 სკოლის წარმომადგენელს STEAM საგანმანათლებლო რესურსები გადასცა.

STEAM Twinning-ის პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის eTwinning-ის პროგრამისა და STEAM მიმართულების ფარგლებში ხორციელდება და უკვე 60 სკოლას აერთიანებს.

პროექტის მიზანია სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კეთებით სწავლების ხელშეწყობა, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა და STEAM მიმართულებით განხორციელებული პროექტების პოპულარიზაცია.

STEAM აქტივობებისა და eTwinning-ის პროექტების ინტეგრირება ხელს უწყობს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეები ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ, რეალურ პრობლემებზე იმუშავებენ და განივითარებენ შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, თანამშრომლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს.

STEAM Twinning-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტები eTwinning-ის/ESEP-ის პლატფორმაზე განთავსდება. ეს მონაწილეებს საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სკოლების მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.