სემინარები

eTwinning-ის 2025 წლის შემაჯამებელი კონფერენცია

eTwinning-ის 2025 წლის შემაჯამებელი კონფერენცია

ნათია ნაცვლიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების კონსულტანტი; დემოკრატიული მოქალაქეობის ექსპერტი.

თემა: „ახალი პრაქტიკული რესურსები, სასიცოცხლო უნარების განვითარების ხელშესაწყობად“

პრეზენტაცია ეხება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებისა და ციფრული მოქალაქეობის განათლების განვითარების საკითხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში. მასში გაანალიზებულია ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, მისი კონცეპტუალური საფუძვლები, სტრუქტურა და პრაქტიკული მნიშვნელობა, აგრეთვე მასწავლებელთა როლი აღნიშნული კომპეტენციების ფორმირების პროცესში. პრეზენტაციაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ციფრული მოქალაქეობის განათლების (DCE) გეგმაზე, მის დომეინებსა და სასწავლო შედეგებზე, როგორც სასიცოცხლო უნარების განვითარების მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსზე ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში.