სემინარები

კონფერენცია: „eTwinning გლობალური მოქალაქეობისთვის“

ფასილიტატორი დიმიტრი პოპოვი: ურბანული ლეგენდები STEAM სამყაროდან

სამოქალაქო ჩართულობა დღევანდელ დღეს ყოველი ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისი თემატიკის პროექტის დაგეგმვა საშუალებას მოგვცემს პრობლემის გადაჭრისთვის გამოვიყენოთ STEAM მიდგომები, შევძლოთ ურბანული პრობლემების დანახვა და მისი შესწავლისთვის პროექტის დაგეგმვა ტექნოლოგიების, კვლევისა და გამომგონებლობის კომპონენტებით. ვორკშოპის განმავლობაში:

  • გავეცნობით როგორ არის შესაძლებელი არსებული პრობლემების დანახვა;
  • შევქმნათ შესაძლო აქტივობების ჩამონათვალი პროექტის გეგმისთვის;
  • გამოვიყენოთ რამდენიმე ციფრული ხელსაწყო ამ მიზნით, მათ შორის ციფრული გამოძიების ჩატარება.

ფასილიტატორი მაია ბლიაძე: კლიმატის ცვლილება - კაცობრიობის მომავლის საფრთხე

ვორკშოპი სამი ნაწილისგან შედგება:

  • მოკლე დისკუსია „რა ვიცით კლიმატის ცვლილების შესახებ?“;
  • პრეზენტაცია „კლიმატის ცვლილება - კაცობრიობის მომავლის საფრთხე“;
  • სამუშაო ჯგუფებში მუშაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავალებების შესრულება (წარმოდგენილია 4 განსხვავებული ქეისი, თითოეული ჯგუფი მუშაობს მხოლოდ 1 ქეისზე, რომელიც მათ კენჭისყრით შეურჩევენ) და ჯგუფების მიერ დავალების პრეზენტაცია.

ფასილიტატორი მანანა ჯინჭარაძე: ინკლუზიური განათლება - ცვლილებები აზროვნებაში, მოქმედებაში და განცდის დონეზე

შეხვედრაზე განიხილება ინკლუზიური განათლება, როგორც ცნება, მისი არსი და პრინციპები (10 წთ). განმარტებას მოყვება:

  • სადისკუსიო მუშაობა მთელ ჯგუფთან თეზისზე: ინკლუზია არის განათლება შეუზღუდავ გარემოში. რას ნიშნავს შეუზღუდავი გარემო და რით შეიძლება შეიზღუდოს ის? (10 წთ);
  • ტერმინების გაცნობა ინკლუზიურ განათლებასთან მიმართებით, რომლებიც არ ქმნის ნეგატიურ სტერეოტიპებს (7 წთ);
  • როლური თამაში „ნაბიჯი წინ“, რომელიც მოიცავს როლებს შეზღუდულ გარემოში, რომლის გაცნობიერება და გათავისება მოუწევს მონაწილეებს; თამაშის შემდეგ პლენარული სხდომა სადისკუსიო კითხვებით (45 წთ);
  • სახალისო და შემეცნებითი აქტივობა, სადაც მონაწილეები ჯგუფებად იყოფიან და მინიშნებებით ეძებენ სამი აუცილებელ პირობას ინკლუზიური განათლებისთვის; შემდეგ მსჯელობენ თითოეულზე ინკლუზიური სასკოლო კულტურის კონტექსტში (30 წთ).

ფასილიტატორი მარინე ჩიტაძე: სახალისო ტესტები Plickers ბარათების გამოყენებით

Plickers არის ნებისმიერ კლასზე და საგანზე მორგებული შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც სწრაფი, მარტივი და სახალისოა როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. ვორკშოპის განმავლობაში:

  • გავეცნობით Plickers-ის მუშაობის პრინციპებს;
  • ვისწავლოთ ბარათების შექმნა და გამოყენება ტესტებისთვის;
  • გავცადოთ პრაქტიკული მაგალითები კლასში გამოყენებისთვის.

ფასილიტატორი მედეა გუგეშაშვილი: „ერთიანი სასკოლო მიდგომა ადამიანის უფლებათა და მშვიდობის განათლების შესახებ

ვორკშოპი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ადამიანის უფლებათა განათლების მნიშვნელობა;
  • საერთაშორისო ინსტრუმენტები ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ;
  • ეროვნული საკანონმდებლო აქტები ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ;
  • უფლებათა სწავლების ჰოლისტური მიდგომის ძირითადი პრინციპები. ჰოლისტური მიდგომის ერთ-ერთი მიმართულების - კურიკულუმის მაგალითები იქნება განხილული. მონაწილეებს მიეცემათ პრაქტიკული დავალება მოიფიქრონ ადამიანის უფლებათა ინტეგრირების კონკრეტული მაგალითები თითოეულ საგანში (საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების ჩართვლით). შემდეგ განხილული იქნება ემპირიული კვლევის შედეგები ჰოლისტური სწავლების შედეგად მიღებული თვალსაჩინო შედეგების შესახებ (კანადის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების მაგალითზე). ასევე, განხილული იქნება სასკოლო საგანმანათლებლო პროცესში ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის ცნებათა განმარტება და მათი პრევენცია. სესიის ბოლოს საუბარი იქნება მშვიდობის განათლებაზე და მის მნიშვნელობაზე კონფლიქტების პრევენციის, მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში.

ფასილიტატორი ნადია დაბრუნდაშვილი: „Google Sites-როგორ შევქმნათ eTwinning პროექტის უფასო ვებგვერდი-სწრაფად და მარტივად

ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან Google Sites ვებგვერდების შესაქმნელ აპლიკაციას, მის მუშაობის და გამოყენების პრინციპებს. ვისწავლოთ:

  • როგორ შექმნან უფასო საიტი;
  • როგორ დაამატონ გვერდები საიტს;
  • როგორ ატვირთონ სხვადასხვა ტიპის კონტენტი ვებგვერდზე. Google Sites ვებგვერდები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პროექტებისთვის, ასევე მასწავლებლის პორტფოლიოს შესაქმნელად. ვორკშოპის მიმდინარეობისას მონაწილეები შექმნიან eTwinning პროგრამის პროექტების შესაბამის ვებგვერდებს.

ფასილიტატორი ნინია ჩიხლაძე, სოფო ხვედელიძე: დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სასკოლო პროექტებში

ვორკშოპი მოიცავს:

  • დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მოდელის გაცნობას / მოკლე მიმოხილვას;
  • გაიდლაინს როგორ გახდნენ ევროსაბჭოს დემოკრატიული კულტურის სკოლების ქსელის წევრები პროექტების საშუალებით;
  • საპროექტო განაცხადის შევსების პრინციპებს / მიმოხილვას / ნიმუშის შევსებას (პრაქტიკული დავალება: ჯგუფებში საპროექტო განაცხადის ნიმუშების შევსება + კომპეტენციების შესაბამისობა);
  • სასარგებლო რესურსების გაცნობას / გაზიარებას.

ფასილიტატორი თემურ ჯვარშეიშვილი, რუსუდან კარკაძე: გზა eTwinning-ის გლობალურ ჯილდომდე

ვორკშოპი ფოკუსირებულია:

  • როგორ მოვიპოვოთ მსოფლიო დონის წარმატება eTwinning-ის პროექტებში;
  • რა უნდა ვიცოდეთ, რომ პროექტი წარმატებული იყოს. მიიღებთ რჩევებს, რეკომენდაციებს და პასუხებს საინტერესო კითხვებზე eTwinning-ის 2022 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელებისგან. სესიის განმავლობაში თქვენ თავად გახდებით ინოვაციური წამოწყების თანაავტორი, მონაწილეობას მიიღებთ ახალი საინიციატივო პროექტის იდეების გენერირებასა და სამოქმედო გეგმის შექმნაში, რაც საშუალებას მოგცემთ გაერთიანდეთ ახალ, გლობალური მასშტაბის პროექტში.

ფასილიტატორი ხათუნა ციხელაშვილი: ჩვენი კვალი ციფრულ სამყაროში

ინტერნეტი, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრების პარალელურ ციფრულ სამყაროს წარმოადგენს, ვერ იქნება უსაფრთხო და დემოკრატიული, თუკი იქ მცხოვრებ მოქალაქეებს არ შეეძლებათ ამ სივრცის უსაფრთხოდ, კრიტიკულად და ღირსეულად გამოყენება. ვორკშოპის განმავლობაში:

  • ერთად ვისწავლოთ და ვასწავლოთ ციფრულ სამყაროში ცხოვრება;
  • გავიცნოთ რესურსები, რომლებიც დაგვეხმარება დავტოვოთ ჩვენი სწორი კვალი ამ სამყაროში;
  • დავეხმაროთ მოსწავლეებს ციფრული ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში და შესაბამისი უნარების განვითარებაში.