ნატალია ინგოროყვა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მედიაწიგნიერების მკვლევარი, განათლების ციფრული სახლის პროგრამის მენეჯერი (TPDC) ევროპის საბჭოს განათლების პროფესიონალთა არაფორმალური ქსელი, საქართველოს წარმომადგენელი.
თემა: „მედიაწიგნიერება გლობალური მოქალაქეობისთვის“
თანამედროვე სამყაროში რთულია იყო წარმატებული, აქტიური, პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, თუ არ იცი, როგორ იპოვო, აირჩიო, შეაფასო, გაფილტრო, გადაამოწმო, შექმნა, გაავრცელო და მოიხმარო ინფორმაცია და აიღო პასუხისმგებლობა ინფორმაციის შექმნასა დაგავრცელებაზე. ეს კომპეტენციები ეხმარება თანამედროვე ადამიანს, რომ რაციონალურ საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ ცხოვრებაში, დასაქმდეს, შეიძინოს და გაასხვისოს, მართოს თავისი ქონება და ა.შ. ეს კომპეტენციები ეხმარება ადამიანს მნიშვნელოვანი პიროვნული გადაწყვეტილებების მიღებისას, ოპტიმალური საგანმანათლებლო, კარიერული თუ საზოგადოებრივი განვითარების გზების შესარჩევისას და ეს შესაძლებლობები გლობალური მოქალაქეობის პირობებში უსაზღვრებოა.
მედიაწიგნიერების განათლება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქის ძირითად უფლებად მიიჩნევა და აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას, უფლებას ინფორმაციაზე, რომელიც დემოკრატიის მხარდამჭერ ინსტრუმენტად არის აღიარებული. ინფორმაციული განათლება არაერთი სახელმწიფოს სასწავლო გეგმის ნაწილია, ასევე, ეს არის დამატებითი, არაფორმალური განათლების ნაწილი, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იღრმავებს მედიაწიგნიერების თვალსაზრისით.
როგორ და რატომ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება, როგორ ჩამოვუყალიბოთ ჩვენს მოსწავლეებს ცოდნა, უნარები და დამოკიდებულება ინფორმაციასა და ინფორმაციის წყაროებთან და როგორ და რატომ უნდა გავხდეთ გლობალური სამყაროს მედიაწიგნიერი მოქალაქე.