სიახლეები

ევროპული სკოლის მასწავლებლებისთვის eTwinning-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ევროპული სკოლის მასწავლებლებისთვის eTwinning-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც eTwinning-ის პროგრამაში ჩართვითა და პლატფორმაზე რეგისტრაციით არიან დაინტერესებული.

მორიგი შეხვედრა ევროპული სკოლის მასწავლებლებისთვის გაიმართა, რომლის თემა იყო „ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე (ESEP) მუშაობა და eTwinning-ის პროექტების ინიცირება“.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესაძლებლობების, პარტნიორების მოძიებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის გზების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებისა და წარმატებული პროექტების პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.

eTwinning ევროპული სასკოლო თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციური პრაქტიკის განვითარებას. პროგრამის ძირითადი სამუშაო სივრცე - European School Education Platform (ESEP) - 27 ენაზე, მათ შორის ქართულად, ფუნქციონირებს.

საქართველოში eTwinning-ის პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით უკვე 12 წელია ხორციელდება. ამჟამად პლატფორმაზე საქართველოდან 6000-მდე მასწავლებელია რეგისტრირებული. ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით განხორციელებულია 7000-მდე პროექტი, რომელთაგან 1700-ზე მეტს ევროპის ხარისხის ნიშანი (EQL) აქვს მინიჭებული.

ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე გაწევრიანება ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
etwinningplus@tpdc.ge