მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ქართველმა მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში გამართულ eTwinning-ის ამბასადორების სემინარში - ,,ევროპული თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო ჩართულობის გაძლიერება,”
სემინარის მთავარი თემა იყო კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და eTwinning-ის საზოგადოების გაძლიერება.
პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს, თემატურ მოხსენებებს და დისკუსიებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში განათლების განვითარების, ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნისა და eTwinning-ის ამბასადორების მნიშვნელოვანი როლის შესახებ.
განხილული იყო თემები განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ინოვაციური პრაქტიკების დანერგვისა და ქალაქის, როგორც სასწავლო სივრცის გამოყენების, ასევე eTwinning-ის პროექტების კულტურათაშორისი დიალოგის, მასწავლებელთა თანამშრომლობისა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობის შესახებ.
სემინარში ევროპის 46 ქვეყნის ამბასადორი მონაწილეობდა, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული 3 ქართველი მასწავლებელი.
ქართველმა მასწავლებლებმა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, პროფესიული ხედვის გაფართოების, ახალი იდეების გენერირებისა და ინოვაციური სწავლების პრაქტიკაში დანერგვისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება მიიღეს.