სიახლეები

ონლაინ სემინარი „STEAM და კლიმატის ცვლილებები ითვინინგთან ერთად“

ონლაინ სემინარი „STEAM და კლიმატის ცვლილებები ითვინინგთან ერთად“

პოლონეთის ითვინინგის ეროვნულმა  სამსახურმა ორგანიზება გაუწია საერთაშორისო  სემინარს „სტემი და კლიმატის ცვლილებები ითვინინგთან ერთად“. სემინარი გაიმართა ონლაინ ფორმატში.

სემინარში მონაწილეობდა 70-მდე  მასწავლებელი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან  ოთხი მასწავლებელი: სალომე გოჩოლეიშვილი (სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო  არქევანის საჯარო სკოლა), თათია მარდალეიშვილი (სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი), ირინა ნოზაძე ( სსიპ - ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქ. თბილისის 150 საჯარო სკოლა) და მარი ფორჩხიძე (სსიპ - რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლა)

სემინარი  გახსნა პოლონეთის ადამ  მიცკევიჩის სახელობის  უნივერსიტეტის ტაქსონომიისა და ეკოლოგიის პროფესორმა     Krzysztof Zawierucha  საინტერესო თემით- ბიომრაფალფეროვნება და მყინვარების გადაშენების საფრთხე რა გავლენას ახდენს კლიმატურ ცვლილებებზე. საინტერესო იყო ადამ მიცკევიჩის სახელობის  უნივერსიტეტის დოქტორანტის Martyna Dominiak-Świgoń  -ის გამოსვლა. მან ისაუბრა ოქსფორდის  დებატების მეთოდზე და მის გავლენაზე სასკოლო სივრცეში

სემინარის პირველი ნაწილი ეხებოდა ითვინინგის პლატფორმაზე მუშაობისა და პროექტების ინიცირების თემებს.  სემინარის მეორე ნაწილი კი დაეთმო წარმატებული პროექტებისა და პრაქტიკების გაზიარებას. ვორქშოფებზე წარმოდგენილი იყო კონკრეტული ონლაინ ინსტრუმენტები, პროგრამები და მეთოდები წარმატებული პროექტების განსახორციელებლად.  ბოლო ეტაპზე კი  სემინარის მონაწილე მასწავლებლებს საშუალება მიეცათ  საპროექტო იდეების გაზიარების, რომლის დაფუძველზეც გადანაწილდნენ სამუშაო ჯგუფებში და ერთობლივი მუშაობის შედეგად eTwinning-ის  პლატფორმაზე დაარეგისტრირეს პროექტები.

http://konferencje.frse.org.pl/STEAM_2020/article/agenda/lang:en