სიახლეები

რეგისტრცია ონლაინ ტრენინგზე- “კლიმატის ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში - როგორ ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებისადმი მოსწავლეების გაზრდილ ინტერესს”

რეგისტრცია ონლაინ ტრენინგზე- “კლიმატის ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში - როგორ ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებისადმი მოსწავლეების გაზრდილ ინტერესს”

✅ ტრენინგ მოდულის დასახელება:

“კლიმატის ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში - როგორ ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებისადმი მოსწავლეების გაზრდილ ინტერესს”

✅ საგანი: eTwinning Plus.

✅ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020-10-31.

✅მოდულის აღწერა:

ტრენინგი განკუთვნილია - პროგრამა eTwinning plus -ში რეგისტრირებული მასწავლებლბისთვის.

✅მოდულის მიზანი:

მოდულის მიზანია მასწავლებლებმა შეძლონ კლიმატის ცვლილების ჩართვა სწავლებაში, სასწავლო პროგრამაში და აამაღლონ მოსწავლეთა ცნობიერება, მათი კომპეტენციები მდგრადობის მიმართულებით. დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები აღნიშნულ თემაზე.

✅კერძოდ:

➡️ შეძლონ კლიმატის ცვლილების ინტეგრირებას სასწავლო პროგრამაში, ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში;

➡️ შეძლონ გაიაზრონ თავად და გაააზრებინონ მოსწავლეებს კლიმატის ცვლილების ბუნებრივი და ანთროპოგენური მიზეზები და შედეგები;

➡️ შეძლონ ონლაინ აპლიკაციების და მწვანე კალკულატორების გამოყენებას;

შეძლონ იმ ღონისძიებათა ერთობლიობაზე მსჯელობას, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება გლობალურ დონეზე ახორციელებს;

➡️ შეძლონ სკოლაში კლიმატის ცვლილებაზე ერთიანი სასკოლო მიდგომის შემუშავებას და თემატიკის სწავლების პროცესში ინტეგრირებას;

➡️ შეძლონ შესაბამისი პროექტების დაგეგმვის გზით მდგრადობის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მათი კომპეტენციების განვითარებას.

✅ ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საკონტაქტო საათი.

✅ ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

რეგისტრაცია მოდულზე ➡️ http://tr.tpdc.ge/direction/28/31/222