სიახლეები

eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაცია იწყება

 eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაცია იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს. პროგრამა eTwinning Plus-ს  ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს, მისი მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. eTwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.

რეგისტრაციისათვის მსურველები უნდა შევიდნენ  შემდეგ მისამართზე: https://plus.etwinning.net/en/pub/index.htm    დააკლიკონ ფანჯარაზე login/register და შემდეგ  მიჰყვნენ ბმულს don’t have an account? Get started

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  1. ინფორმაცია ივსება ინგლისურ ენაზე;
  2. სახელი და გვარი მითითებული უნდა იყოს ისე, როგორც წერია პირადობის მოწმობაში;
  3. სკოლის სახელწოდება უნდა შეივსოს სრულყოფილად. მაგ: LEPL Tbilisi N0 Public School ;  LEPL Khashuri Municipality Village ….. Public School
  4. რეგისტრაციისას გამოიყენეთ მოქმედი მეილი.

გისურვეთ წარმატებას!