სიახლეები

eTwinning-ის სემინარი საფრანგეთში

eTwinning-ის სემინარი საფრანგეთში

2019  წლის 15-17 ნოემბერს  საფრანგეთში, ქალაქ ტურში ჩატარდა eTwinning-ის სემინარი, რომელიც ეძღვნებოდა STEM-ის საკითხებს. სემინარს უძღვებოდა   საფრანგეთის eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი სააგენტოდან პროგრამის  ტრენინგების მენეჯერი ანტონი რიო. სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამაში მუშაობის სპეციფიკისა და  წარმატებული პროექტების შესახებ. სემინარს ესწრებოდა 15 ქვეყნის   67 მასწავლებელი, მათ შორის საქართველოდან ორი მასწავლებელი ლაურა ჯიმშელეიშვილი და ლალი ლალიაშვილი,

სემინარს უმთავრესად პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა და ორიენტირებული იყო მონაწილეთა ურთიერთ კომუნიკაციაზე და თანამშრომლობაზე.

სემინარის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები ხელს უწყობდა მონაწილეებს გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება   და აღმოეჩინათ საერთო ინტერესები. რამაც საბოლოოდ საშუალება მისცა მონაწილეებს შეექმნათ სამუშაო ჯგუფები ინტერესების მიხედვით  და დაეგეგმათ საერთო პროექტები.

მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათთვის ეფექტური იყო პარტნიორ მასწავლებლებთან ერთად პირისპირ მუშაობა. მათ საშუალება მიეცათ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად დაეგეგმათ სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებული დეტალები, რაც დისტანციური მუშაობის დროს ხშირ შემთხვევაში  უფრო ხანგრძლივ დროს ითხოვს.  სემინარის ფარგლებში თითოეულმა მონაწილემ საქართველოდან დაგეგმა პროექტი და განათავსა პროგრამის თვინსფეისზე.

მათი შეფასებით, ამგვარი შეხვედრები სასარგებლოა eTwinning-ის პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, იმისათვის რომ სწორად დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში და მაქსიმალურად ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობითა თუ ინსტრუმენტით რის საშუალებასაც იძლევა  პროგრამა.