სიახლეები

კონფერენცია „eTwinning-ი დემოკრატიისთვის“

კონფერენცია „eTwinning-ი დემოკრატიისთვის“

2019 წლის 2-3 დეკემბერს, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ ჩატარდა. მისი მიზანი იყო ხაზე გაესვა აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, ეჩვენებინა, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში. კონფერენციაში 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლეები და განათლების ექსპერტები მონაწილეობდნენ. საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეული იყო ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელმაც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევები გააცნო. პროგრამის მეორე დღეს მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო სხვადასხვა თემატიკაზე ვორქშოფები. კონფერენციის ფარგლებში მოხდა წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა/დაჯილდოება,