სიახლეები

კონკურსი მოსწავლეებისთვის თემაზე: "დემოკრატიული ჩართულობა".

კონკურსი მოსწავლეებისთვის თემაზე:  "დემოკრატიული ჩართულობა".

2019 წელს დემოკრატიული ჩართულობა მოექცა eTwinning-ის ყურადღების ცენტრში! დემოკრატიული ჩართულობა ითვინინგის განუყოფელი ნაწილია.   მთელი წლის განმავლობაში  დაგეგმილი იყო მთელი რიგი აქტივობებისა, რომლის მიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს, შექმნან დემოკრატიული კულტურა  სასკოლო თემებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით. გააცნობიერონ თავიანთი მოქალაქეობრივი კომპეტენციები ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობით.

პროგრამის გუნდი ეხმიანება ინიციატივას და აცხადებს  კონკურსს პროგრამაში ჩართული სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.  კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ  წარმოადგინონ მულტიმედიური რესურსი რომელიც იქნება დემოკრატიის თემაზე.

საკონკურსო თემა: „ დემოკრატიული ჩართულობა“

გუნდის მიერ უნდა შეიქმნას რესურსი ვიზუალური/აუდიო/გრაფიკული სახით.  ნამუშევარი აუცილებლად უნდა შესრულდეს ინგლისურ ენაზე. ( ან უნდა ახლდეს ინგლისური სუბტიტრები)  უპირატესობა მიენიჭება ნამუშევარს, რომელშიც კომბინირებულად იქნება გამოყენებული ფოტო/ვიდეო/ჩანახატი (მოსწავლის მიერ გადაღებული ან დახატული), აუდიო (მოსწავლის ხმით ჩაწერილი), გრაფიკული (მოსწავლის მიერ შესრულებული ნახაზი ან გამოყენებული სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტი). ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ციფრული ფორმატით და შესაძლებელი უნდა იყო მისი ატვირთვა/ჩაშენება პროგრამის თვინსფეისზე. 

თითოეულ სკოლას შეუძლია წარმოადგინოს არა უმეტეს 2 ნამუშევრისა. ერთი  რესურსის შესაქმნელად  შესაძლოა იმუშაოს რამდენიმე მოსწავლემ, მაგრამ არა უმეტეს 5-ისა. საბოლოოდ კომისიის მიერ შეირჩევა 5 გამარჯვებული.

ნამუშევარი  უნდა იყოს ორიგინალური. უნდა ჩანდეს შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზია.

ნამუშევარს თან უნდა ახლდეს (ცალკე დოკუმენტად) მოკლე აღწერილობა ნამუშევევრის შექმნისა  (სადაც გამოჩნდება მუშაობის პროცესში როგორ თანამშრომლობდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები, რა პროცესების, ეტაპებისა და გზების გამოყენება გახდა საჭირო საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად).

წარმოდგენილი ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგბ;

რესურზე  აუცილებლად უნდა იყოს  განთავსებული პროგრამის ლოგო;

საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით  მეილზე: etwinningplus@tpdc.ge და მას თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: ნამუშევრის ავტორ(ებ)ი; კლასი, სკოლა და ავტორის საკონტაქტო მონაცემები; გამოგზავნის ბოლო ვადა 31 ოქტომბერი.

გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდებიან და   მოწვეულ იქნებიან პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე

დამატებითი კითხვებით შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ მეილზე:

etwinningplus@tpdc.ge