სიახლეები

eTwinning-ის სემინარი ლატვიაში: „რობოტექნიკა eTwinning-ის პროექტებისათვის“

eTwinning-ის  სემინარი ლატვიაში: „რობოტექნიკა eTwinning-ის პროექტებისათვის“

ა. წ 19-22 აგვისტოს ლატვიაში, ქალაქ ვალმიერაში ჩატარდა სემინარი " რობოტექნიკა (Robotics) eTwinning-ის პროექტებისათვის“. . სემინარში  მონაწილეობდა 32 მასწავლებელი ევროპის 8 ქვეყნიდან. მათ შორის ორი მასწავლებელი საქართველოდან, ირმა ღანიაშვილი და  ნინო ჩხეტია.  სემინარი 5 მოდულისგან შედგებოდა. ტრენერებმა სემინარის მონაწილეებს ნაბიჯ-ნაბიჯ შეასწავლეს რობოტის შექმნისა და მოძრაობაში მოყვანის სტრატეგიები სათანადო კოდების ატვირთვით პროგრამაში. 21 აგვისტოს საბაზისო რობოტები შეიქმნა, სემინარის მონაწილეებს  საშუალება მიეცათ  შეემუშავებინათ რობოტებისთვის  კრეატიული დიზაინი და დაეტესტათ ისინი  მობილურ ტრასაზე. სემინარის ბოლო აქტივობა გახლდათ  eTwinning-ის პროექტებზე  მუშაობა საერთაშორისო ჯგუფებში და მათი განთავსება პორტალზე.

22 აგვისტოს სემინარის მონაწილეებმა მოინახულეს  „ინოვაციების ცენტრი“ სიგულდაში, გაეცნენ  ლატვიელი კოლეგების გამოცდილებას რობოტექნიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში.  სემინარის დასასრულს სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.