სიახლეები

მასწავლებლები ბაქოში კონტაქტურ სემინარზე

 მასწავლებლები ბაქოში კონტაქტურ სემინარზე

2018 წლის 23-25 მაისს  პროგრამა eTwinningplus-ის  მასწავლებლებმა ციალა ჭანტურიამ და ნანა გელაშვილმა მონაწილეობა მიიღეს  ბაქოში გამართულ  კონტაქტურ სემინარში.  სემინარის მიზანი იყო  ციფრული ტექნოლიგიების გამოყენება   eTwinning-ის პროექტის ფარგლებში. სემინარს ადგილობრივებთან ერთად  ესწრებოდა  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საფრანგეთი,ფინეთი, საქართველო, ბულგარეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი.  სემინარის ფარგლებში მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იყო სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა თემატიკაზე.

ერთ-ერთი შეხვედრა ეხებოდა განათლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლის ფარგლებშიც მოწვეული იყო Miscrosoft -ის ექსპერტი. მან ისუბრა ტექნოლოგიების როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებზე, ასევე  ICT- ის შესაძლებლობებზე, მოსწავლეებისთვის მის სარგებელზე..

სემინარის ფარგლებში მასწავლებლებმა დაგეგმეს რამდენიმე პროექტი ევროპელ  კოლეგთან ერთად. მაგ.: ფინელ კოლეგასთან, მალტიდან კოლეგასთან.. ასევე, მონაწილეობა მიიღეს  კულტურულ ღონისძიებებში. საპროქტო გეგმები განთავსებულია პროგრამის მთავარ პორტალზე და   მასწავლებლები დაიწყებენ განხორციელებას  ახალი სასწავლო წლიდან .