სიახლეები

პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" ფარგლებში ახლად რეგისტრირებულ მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული 100 მასწავლებელი ესწრებოდა.

შეხვედრზე პროგრამის კოორდინატორმა ხატია მატკავამ , მასწავლებლებს პროგრამის განვითარების გზა, მუშაობის სპეციფიკა, წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და მიმდინარე სიახლეების გააცნო. ასევე, შეხვედრაზე პროგრამის ამბასადორებმა მასწავლებლებს eTwinning-ის პროექტების მაგალითებზე განხორციელებული აქტივობები წარუდგინეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამას "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" 2013 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია დააკავშიროს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლები და ამ გზით ხელი შეუწყოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.