სიახლეები

eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაცია იწყება

eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაცია იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას იწყებს. პროგრამას „სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან“ (eTwinning Plus) ცენტრი 2013 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.

პროგრამა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში. eTwinningPlus პორტალი https://www.etwinning.net/en/pub/index.htm მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მასში მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა, ხოლო ავტობიოგრაფია (CV) და პროექტის გეგმა დანართი N 1 -ის მიხედვით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე etwinningplus@tpdc.ge

რეგისტრაციის ვადა: 25 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

დანართი N1

პროექტის შეფასების რუბრიკები