სიახლეები

პროგრამა eTwinningPlus-ის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

პროგრამა eTwinningPlus-ის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" ფარგლებში 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე, პროგრამის მენეჯერი ხატია მატკავა და პროგრამაში რეგისტრირებული მასწავლებლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება, წლის აქტივობების შეჯამება და მიმდინარე სიახლეების გაცნობა.

კონფერენციაზე პროგრამის ამბასადორებმა წარმოადგინეს მოხსენებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სოც- მედია და ციფრული განათლება, როგორც თანამედროვე მიმართულება, ონლაინ სასწავლო ინსტრუმენტი - დიაგრამები, მულტიკულტურული გარემო და უნარ-ჩვევები eTwinning-ის პროექტების მაგალითებზე და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.

ასევე კონფერენციაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პროგრამის აქტიური მასწავლებლები.

პროექტის eTwinningPlus-ის მიზანია დააკავშიროს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლები და ამ გზით ხელი შეუწყოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.