სიახლეები

ქართველმა მასწავლებლებმა საბერძნეთში etwinning-ის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ქართველმა მასწავლებლებმა საბერძნეთში etwinning-ის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

პროგრამა eTwinning Plus-ში ჩართულმა მასწავლებლებმა მარიამ მაჭარაშვილმა და მაია ბათუაშვილმა, ასევე, პროგრამის კომუნიკაციის სპეციალისტმა ეკატერინე დაფქვიაშვილმა ათენში გამართულ თემატურ კონფერენციაში - „Learning to think in a digital society“ მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში, ქართველი მასწავლებლები სხვადასხვა თემატიკის სამუშაო-სასწავლო შეხვედრებს დაესწრნენ და მომხსენებლებისაგან ციფრული აზროვნებისა და კომპეტენციების მნიშვნელობაზე, მოსწავლეებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისათვის საჭირო უნარების განვითარებასა და სასკოლო გეგმაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენციის ინტეგრირებაზე მიიღეს ინფორმაცია.

თემატური კონფერენციის მიზანია პროგრამა eTwinning Plus-ის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელ მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარება და საერთო საპროექტო იდეებზე მუშაობა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის ივნისის თვეში გამოაცხადა კონურსი eTwinning plus-ში ჩართული პედაგოგებისთვის საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის ფარგლებში 9 მასწავლებელი შეირჩა.

აღნიშნული მასწავლებლები 2017-2018 წლებში პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.