სიახლეები

პროგრამის „eTwinning“-ის ფარგლებში საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი ცხადდება

პროგრამის „eTwinning“-ის ფარგლებში საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი ცხადდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარეის ეროვნული ცენტრი, პროგრამის „სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან” (eTwinning Plus) ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ e-Twining-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას, არიანინგლისური ენის მასწავლებლები ან აქვთ ენის ცოდნის დამადასტურებელისერთიფიკატი. შერჩეული მასწავლებელები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით 2017 წლის მანძილზე გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე დასასწრებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ელექტრონულ ფოსტაზე:  etwinningplusgeo@tpdc.ge  გამოაგზავნეთ:

  • თქვენი ავტობიოგრაფია (CV)
  • პროექტის რეფლექსია - მასწავლებელი etwinning-ის პორტალზე მის მიერ გახორციელებული პროექტებიდან ირჩევს ერთ-ერთს და აქტივობების დამადასტურებლად უთითებს თვინსფეისის ლინკებს. პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს

ასევე, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeMXzu1JaC8ARYcCY-Zf7EfDhaPn4-ruShOqa0es3wAKrkaLg/viewform?usp=sf_link

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, წარმოდგენილი საბუთების განხილვა და გასაუბრება.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით.