სიახლეები

eTwinning-ის სკოლის ტიტული 2023-2024! 

eTwinning-ის სკოლის ტიტული 2023-2024! 

სსიპ ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე და სსიპ ქ. გორის N8 საჯარო სკოლებს eTwinning-ის სკოლის ტიტული მიენიჭათ. აღნიშნული გამარჯვება სკოლაში განხორციელებული პროექტებისა და გაწეული საქმიანობის ევროპული კომისიის მიერ ოფიციალურ აღიარებას გულისხმობს.

eTwinning-ის სკოლის ტიტულის ფლობა ნიშნავს, რომ სკოლა ევროპის მასშტაბით აღიარებულია როგორც სამაგალითო ევროპული ღირებულებებისა და პედაგოგიკის საუკეთესო პრაქტიკის გამზიარებელი ინსტიტუცია. ტიტულის მქონე სკოლები წარმოადგენს როლურ მოდელს სხვა სკოლებისათვის რეგიონში.

ვულოცავთ სკოლებს  #etwinning-ის სკოლის ტიტულს 2023!