სიახლეები

eTwinning-ის სემინარი ესპანეთში

eTwinning-ის სემინარი ესპანეთში

2023 წლის 1-3 ივნისს, ესპანეთში, ძველ ისტორიულ ქალაქ ალკალა დე - ენარესში გაიმართა e-Twinning-ის საერთაშრისო სემინარი, რომელსაც ესწრებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 60 მდე მასწავლებელი მათ შორის საქართველოდან 3 მასწავლებელი - დიანა ნემსიწვერიძე, (სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი) დიანა ბოგვერაძე (სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინგლისური ენის მასწავლებელი) და ანა ტეფნაძე (ხაშურის დავით კაკიაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი) და eTwinning-ის პროგრამის კოორდინატორი თეონა სილაგაძე.

სემინარის პირველი დღე დაიწყო პლენარული სესიით: ხელოვნური ინტელექტი-რევოლუციური ცვლილებები სწავლა-სწავლების პროცესში. სესია მოიცავდა საინტერესო და საჭირო მიგნებებს, შეხედულებებსა და რჩევებს, მომხსენებელი- პოლ ვან ბრატებერგი.

მეორე დღე დაიწყო სამუშაო შეხვედრით თემაზე ციფრული ინსტრუმენტები თანამშრომლობითი გარემოს შესაქმნელად, მომხსენებელი- იგნაციო ორტეგა.

სამუშაო შეხვედრები გაგრძელდა პროექტების დაგეგმვასთან დაკავშირებული აქტივობებით, გადაიდგა პირველი ნაბიჯები, დაიწერა საპროექტო გეგმის მონახაზები.

მესამე დღე დაეთმო პროექტების სრულყოფასა და ESEP -ის პორტალზე რეგისტრაციას, სემინარი დასრულდა პროექტების პრეზენტაციებით.