სიახლეები

ამბასადორების შეხვედრა ლისაბონში

ამბასადორების შეხვედრა ლისაბონში

მიმდინარე წლის 27-29 აპრილს პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართა eTwinning ამბასადორებისთვის პროფესიული განვითარების სემინარი,რომელსაც ესწრებოდა 100 ამბასადორი eTwinning-ში ჩართული 44 ქვეყნიდან. საქართველოდან სემინარს ესწრებოდა პროგრამის ორი ამბასადორი რუსუდან კარკაძე და თემურ ჯვარშეიშვილი.

სემინარის მთავარი თემა გახლდათ ინოვაციური საგანმანათლებლო საზოგადოების გაძლიერება.

სემინარის პირველი დღე გახსნა ევროპული კომისიის წარმომადგენელმა ვილჰელმ ვუკოვიჩმა.

პირველ დღეს პლენარულ სესიაზე მოხსენებით წარსდგა იოანა კუნჰა და მარტა გიულიანი. მოხსენებები შეეხებოდა eTwinning-ის პროექტებში პრობლემების გადაჭრის კრეატიული გზების ძიებას და ამბასადორების არსებით როლს ონლაინ სასკოლო საზოგადოების ფორმირებაში.

სემიანარის მეორე და მესამე დღე სრულად დაეთმო მცირე ჯგუფებში ინტერაქტიულ სამუშაო შეხვედრებს. ვორქშოფები მიეძღვნა სხვადასხვა თემას. განხილული თემები და აქტივობები სრულად პასუხობდა 21-ე საუკუნეში არსებულ გამოწვევებს.

სემინარზე მიღებული გამოცდილება გაზიარებული იქნება ქართულ სასკოლო საზოგადოებაში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება eTwinning-ის პროექტებზე მომუშავე ქართველ მასწავლებლებს ნაყოფიერი პროექტების განხორციელებაში. სემინარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, მომავალში ქართველ კოლეგებს წარმატებული პროექტების განხორციელებაში შეუწყობს ხელს.