სიახლეები

eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის! მედიაწიგნიერება პარადიგმის ცვლილებისთვის.

eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის! მედიაწიგნიერება პარადიგმის ცვლილებისთვის.

2021 წელს eTwinning-ი უძღვნის მედიაწიგნიერების თემას, მთელი წლის განმავლობაში პროგრამის გუნდი შეეცდება ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მრავალი აქტივობის საშუალებით.

პირველი ანიმაცია- მედიაწიგნიერების რაობა, დაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების  მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების   გაცნობასა და გააზრებაში.

 მედიაწიგნიერების რაობა

მეორე ანიმაცია -მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება, დაეხმარება მასწავლებლებს გაიზრონ თუ რა არის კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება  – კრიტიკული აზროვნებისთვის.

მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება

მესამე ანიმაცია -მედიაწიგნიერება და სანდოობა, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როდის რომელი კითხვა დავსვათ და როგორ ავაგოთ საკლასო დისკუსია ისე, რომ  მედიაშეტყობინებათა ანალიზისთვის აუცილებელ, საკვანძო კითხვებზე პასუხები მივიღოთ.

მედიაწიგნიერება და სანდოობა

მეოთხე ანიმაცია -“მედიაწიგნიერება- ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის” , თუ გვსურს, რომ მოსწავლეებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი საინფორმაციო წყაროების გამოყენებაა საუკეთესო ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის, სკოლის შიგნით და მის გარეთ, მაშინ მათ უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა განსაჯონ ეს წყაროები და რატომ არის მათი განსჯის კრიტერიუმები მნიშვნელოვანი.

მეხუთე ანიმაცია

მედიაწიგნიერბა პარადიგმის ცვლილებისთვის

  • მედიაწიგნიერება როგორც სასწავლო დისციპლინა შესაძლოა გამოწვევად იქცეს იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც კომფორტულად ასწავლიან გარემოში, სადაც მხოლოდ ერთი სწორი პასუხია.
  • მედიაწიგნიერება აზროვნების უფრო მრავალფეროვან მეთოდებს გვთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მოსწავლეებს, უფრო კომპლექსურად განიხილონ ცნებები: კარგი და ცუდი, მართებული და მცდარიძლიერი და სუსტი, – და აჩვენოთ, როგორ ხდება ეს რეალურ ცხოვრებაში. იხ. ბმული