სიახლეები

ონლაინ სემინარი: „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია“.

ონლაინ სემინარი: „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია“.

2022 წლის 26-27 იანვარს შვედეთის eTwinning-ის ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა ონლაინ სემინარი: „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია“.  სემინარში მონაწილეობდნენ მასწავლებლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან   (შვედეთი, დანია, ტუნისი, იორდანია, აზერბაიჯანი სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ლიბანი და საქართველო) სემინარის მიზანი იყო  პარტნიორების მოძიება და eTwinning პროექტების ინიცირება.  საქართველოდან სემინარში მონაწილეობდა 5 მასწავლებელი.  (ციალა ჭანტურია, სსიპ ქ.წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა, ნინო ახალაძე, შპს N1 სკოლა , ლალი ქურდაძე, სსიპ ქ.გორის N8 საჯარო სკოლა, ნინო გოდერძიშვილი, სსიპ სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლა,  ირმა ქობულაშვილი , ქართულ-ამერიკული სკოლა.)

სემინარის ფარგლებში მასწავლებლების ინიცირებით დაიგეგმა ახალი პროექტები და განთავსდა etwinning-ის პორტალზე. 8 თებერვალს შედგა  დამატებითი შეხვედრა, რათა მონაწილეებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ინფორმაცია ინიცირებული პროექტების შესახებ და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ პირველ აქტივობაზე..