სიახლეები

ონლაინ სემინარი - “Creative Media Literacy with eTwinning”  .

ონლაინ სემინარი - “Creative Media Literacy with eTwinning”  .

2021 წლის 15-17 ნოემბერს პოლონეთის eTwinning- ის ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სემინარი “Creative Media Literacy with eTwinning”.  სემინარში მონაწილეობდნენ მასწავლებლები ხუთი ქვეყნიდან: პოლონეთი, ლატვია, იორდანია, ესტონეთი და საქართველო. საქართველოდან სემინარში მონაწილეობა მიიღო ოთხმა მასწავლებელმა: ხატია ცირეკიძემ (სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბულაჩაურის საჯარო სკოლა), ქეთევან გოგალაძემ (სსიპ ხაშურის #2 საჯარო სკოლა), ქეთევან ავალიშვილმა (სსიპ ქ.თბილისის N180 საჯარო სკოლა), ნინო ჩადუნელმა (სსიპ ქ.თბილისის N172 საჯარო სკოლა);

სემინარის პირველი დღე დაეთმო პლენარულ სესიებს  და მთავარ მომხსენებლებს, რომელთაც ისაუბრეს  მედიაწიგნიერების როლზე განათლებაში. ასევე, მოხდა გამოცდილების გაზიარება წარმატებულად  განხორციელებლი პროექტების მაგალითზე.  .

მეორე დღე დაეთმო პრაქტიკულ მუშაობას. მასწავლებლებს  საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სხვადასხვა საპროექტო იდეას და აერჩიათ მათთვის   საინტერესო პროექტის დასაგეგმად. შესაბამისად, სემინარის ფარგლებში თითოეული მონაწილე გაერთიანდა სასურველ პროექტში. სემინარის ფარგლებში ჩატარებული ვორქშოფების ფარგლებში  მონაწილეებმა შეისწავლეს პროექტის დიზაინის შექმნა და  თვინფეისის მოწესრიგება, ასევე.სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტები, რომელიც შეუძლიათ სასწავლო პრაქტიკაში გამოიყენონ.

მესამე დღე  სრულად დაეთმო  პროექტის მიზნების, მოსალოდნელი შედეგებისა და აქტივობების ჩამონათვალის განსაზვრას. მონაწილე  მასწავლებლებმა გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია და დაიმატეთ ერთმანეთი  თვინსფეისზე. პროექტები განთავსებულია eTwinning-ის პორტალზე.   

მსგავსი ტიპის სემინარები ეხმარება მასწავლებლებს პროფესიულ ზრდასა და პარტნიორების მოძიებაში.  საქართველოს eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაცია აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, რათა, მომავალში სხვებსაც მიეცეთ საშუალება მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის.