სიახლეები

ონლაინ სემინარი: „მედია ჩვენს ირგვლივ, საერთაშორისო პროექტები სკოლასა და საბავშვო ბაღში“

ონლაინ სემინარი: „მედია ჩვენს ირგვლივ, საერთაშორისო პროექტები სკოლასა და საბავშვო ბაღში“

ა.წ 11 - 12 ნოემბერს ესტონეთის eTwinning-ის ეროვნული მხარდმჭერი ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ორდღიანი სემინარი: „მედია ჩვენს ირგვლივ, საერთაშორისო პროექტები სკოლასა და საბავშვო ბაღში“. სემინარში მონაწილეობას იღებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან  50 ზე მეტი მასწავლებელი.  (ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, უკრაინა, საქართველო). საქართველოდან სემინარში მონაწილეობდა სამი მასწავლებელი - ხათუნი ასანიძე, (სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა), ნანა მაჩიტიძე ( სსიპ ქ. თბილისი 142 საჯარო სკოლა) ანა ტეფნაძე (სსიპ - დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლა);

სემინარი ფოკუსირებული იყო ვებზე-დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობის მეთოდებზე საბავშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში. სემინარის ფარგლებში  მონაწილეთათვის ეტაპობრივად იყოს მიწოდებული პრაქტიკული ინფორმაცია, თუ,  როგორ უნდა დაგეგმონ საერთაშორისო პროექტები, როგორ გამოიყენონ  პროექტში მარტივი ვებ ინსტრუმენტები,  ასევე, როგორ შეიტანონ მედიაწიგნიერების თემა საკლასო ოთახებში  და განიხილონ ის მოსწავლეებთან ერთად.  ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები  ეზიარნენ  სხვადასხვა პედაგოგიურ ტექნიკასა და აქტიური სწავლების გამოყენების მეთოდებს.

სასიამოვნო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მონაწილეთათვის პროექტებზე მუშაობა ახალ გაცნობილ კოლეგებთან ერთად. დაიგეგმა საინტერესო პროექტები, განისაზღვრა მისაღწევი მიზნები და განსახორციელებელო აქტივობები.  პროექტები განთავსდა eTwinning-ის მთავარ პორტალზე.

მსაგვსი ტიპის სემინარები ეხმარება პედაგოგებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაში, პროფესიულ ზრდასა და პარტნიორების  მოძიებაში.