სიახლეები

eTwinning ყოველწლიური კონფერენცია 2021 –„ მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია“

eTwinning ყოველწლიური კონფერენცია 2021 –„ მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია“

უკვე მეორე წელია, რაც eTwinning-ის ყოველწლიური კონფერენცია ონლაინ ფორმატით ტარდება COVID-19 პანდემიით გამოწვეული განსაკუთრებული გარემოებების გამო. 28-30 ოქტომბერს 500-ზე მეტმა მასწავლებელმა, განათლების ექსპერტმა მოიყარა თავი ონლაინ და იმსჯელეს მედიაწიგნიერებისა და ჭეშმარიტი ინფორმციის მნიშვნელობაზე.  საქართველოდან კონფერენციას ესწრებოდა პროგრამის მენეჯერი  ხატია მატკავა და სამი მასწავლებელი თემურ ჯვარშეიშვილი,  (სსიპ ქ. ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის N32 საჯარო სკოლათამარ ზურაბაშვილი, (სსიპ ქ.თბილისის N172 საჯარო სკოლა) ეკატერინე ნაროუშვილი, (სსიპ ქ.ქუთაისის N24 საჯარო სკოლა).

კონფერენცია გაიხსნა  28 ოქტომბერს ევროკომისიის განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის გენერალური დირექტორის თემის ქრისტოფიდუმის მიერ,  რომელმაც ისაუბრა  მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე სკოლებში. ვინაიდან, მოსწავლეები წარმოადგენენ იმ ჯგუფს რომლებიც ყველაზე ხშირად მოიხმარენ ახალ მედია საშუალებებს და ყველაზე მეტად არიან  მოწყვლადი  ყალბი ამბების, თუ სხვა მედია მასალების მიმართ.

პირველი დღის მეორე ნაწილი დაეთმო  გამარჯვებული პროექტების  დაჯილდოებას. 50-ზე მეტი მასწავლებელი დაჯილდოვდა  eTwinning-ის ევროპული პრიზით.

მეორე დღე დაეთმო ინტერაქტიულ ვოქრქშოფებს, რომელშიც მონაწილეები შეხვდნენ მცირე ჯგუფებში და მიიღეს მონაწილეობა წლიურ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობაში.

ვორქშოფების შემდეგ  გაიმართა ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია ითვინერების, დარგის ექსპერტებისა და სტუდენტების მონაწილეობით  თემაზე- „მედიაწიგნიერება სკოლაში: გამოწვევები და შესაძლებლობები“.  

პანელურ დისკუსიაზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა, მედიაწიგნიერების სწავლება  ევროპული ისტორიის პერსექტივით, მედიაწიგნიერება, როგორც ახალგაზრდების საინფორმაციო უნარების გაუმჯობესებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საშუალება. მედიაწიგნიერების როლი ინფოდემიის პირობებში, კონსპირაციული აზროვნება, ონლაინ უსაფრთხოება და ა.შ.

კონფერენციის მესამე და ბოლო დღეს, მონაწილეები დიდი ინტერესით დაესწრნენ მთავარ გამოსვლას „eTwinning: სინათლე მედიის დაბნეულობის ეპოქაში“, რომელიც წარადგინა   არიანა ბლაზიჩმა, მედია განათლების ექსპერტმა. ქალბატონმა ბლაზიჩმა ისაუბრა ინტერნეტში ადამიანების მოტყუების გზებზე და eTwinning-ის  როლზე მასწავლებლების სწორი ინსტრუმენტებით აღჭურვაში ყალბი ამბების ამოსაცნობად და გასანეიტრალებლად.

კონფერენცია დახურა დოქტორმა მარკუს რესტერმა, სექტორის ხელმძღვანელმა – ონლაინ განათლების პლატფორმები, DG EAC, ევროკომისია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ  ყოველწლიური eTwinning-ის კონფერენცია ონლაინ ფორმატით ჩატარდა,  მაინც იგრძნობოდა  ითვინერების ენერგია და ენთუზიაზმი.